(+ვიდეო) სტამბოლის ცენტრში აფეთქებას, ბოლო მონაცემებით, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

სტამბოლში მომხდარი აფეთქების შედეგად, ბოლო მონაცემებით, ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რაოდენობამ 20-მდე მიაღწია. სამი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი სავარაუდოდ თვითმკვლელი ტერორისტია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. აფეთქება სტამბოლის ხალხმრავალ ისტიკლალის საფეხმავლო ქუჩაზე მოხდა, სადაც ბევრი მაღაზიაა განლაგებული. სტამბოლის ტაქსიმის მოედანთან განალგებული აღნიშნული რაიონი ტურისტებში დიდი პოპულაობით სარგებლობს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.

 

https://www.youtube.com/watch?v=WUSdM6iPhd8

 

 

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში პოლიციელმა მამაკაცი მოკლა,რომელმაც მას თითით დაემუქრა
შემდეგი სტატია“არ გამოვრიცხავ, რომ ბაია გადაბაძის პასუხისმგებლობის საკითხი დავაყენო”