(Video) სოსო ოხანაშვილი ადასტურებს, რომ პატრიარქის დაცვა გაძლიერებულია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაცვა გააძლიერეს და ამაში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სამსახური იყო ჩართული-ამის შესახებ ინფორმაცია, პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, სოსო ოხანაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი2”-თან საუბრისას დაადასტურა.

სოსო ოხანაშვილი ასევე გამოეხმაურა ინფომრაციას იმის შესახებ, რომ ის საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. ოხანაშვილი შეკითხვაზე, “იყო თუ არა ის საქართველოში დაკითხვაზე დაბარების გამო ჩამოსული და რა შეკითხვები ჰქონდა პროკურატურას მასთან,” ამბობს, რომ ამ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს, თუმცა ის ფაქტს არ უარყო.

„ახლა ვიმყოფები ბერლინში, ვაგრძელებ ჩემი მოვალეობის შესრულებას, დანარჩენი სხვა არაფერი შემიძლია ამ ეტაპზე გითხრათ,“ – განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ილია მეორის მკურნალი ექიმის ცნობით, პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებენ და ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ილია მეორეს ნაღვლის ბუშტზე ოპერაციას გერმანელი სპეციალისტები, თბილისის დროით, დილის 11:00 საათზე, ლაპარასკოპიული მეთოდით ჩაატარებენ.

https://www.youtube.com/watch?v=sa-k34lOBNA&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში(Video) სკანდალი: პატრიარქის შესაძლო მოწამვლა – რატომ დააკავეს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი
შემდეგი სტატიალეგენდარული ჯაზმენი ელ ჯერო გარდაიცვალა