(video) სოციალურ ქსელში განთავსდა დაღუპული ქართველი მეომრის ვიდეო

სოციალურ ქსელში უკრაინელმა ჟურნალისტმა ოლგა კალენიჩენკომ განათავსა ვიდეო, რომელშიც ამა წლის 11 მაისს დაღუპული ქართველი მეომარი დავით სიხარულიძე ყვება იმ მიზეზის შესახებ, რამაც აიძულა იგი გამხდარიყო უკრაინის სამხედრო ძალების მეომარი.
დავით სიხარულიძე უკრაინის ანტიტერორისტულ ოპერაციას შეუერთდა 2015 წელს. მანამდე ის ქართულ ჯარში მსახურობდა ოფიცრის რანგში.
უკრაინაში ჩამოსვლის შემდეგ დავით სიხარულიძე ჩაირიცხა მოხალისეების ერთ-ერთ ბატალიონში.
“სამხედრო ფორმა მაცვია 14 წლიდან. ვარ ვიცე-პოლკოვნიკი. ახლახან დავწერე რაპორტი, წამოვედი ჯარიდან და 8 მარტს ჩამოვედი თქვენთან. ერთ დროს უკრაინა დაეხმარა საქართველოს, ახლა ჩვენი ჯერია“, – აცხადებს ინტერვიუში დავით სიხარულიძე.
ამა წლის 11 მაისს ტერორისტების მიერ მასირებული სროლის შედეგად იგი სასიკვდილოდ დაიჭრა. ჰყავს მეუღლე და ორო შვილი. დავით სიხარულიძის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა.

https://youtu.be/0nA_cVQf-XE

 

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო ახალი ჰაკერული საფრთხის ქვეშაა!!
შემდეგი სტატიამოსკოვში მოქალაქემ ლენინის დამარხვა სცადა