(Video) სკანდალი: პატრიარქის შესაძლო მოწამვლა – რატომ დააკავეს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი

საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი და საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, მამა გიორგი მამალაძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი2” ავრცელებს. სამაუწყებლო კომპანიის ინფომრაციით, მამაგიორგი მამალაძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა, ინფორმაცია ამის შესახებ “რუსთავი 2”-ს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.

“რუსთავი 2”-ის მიერ ინფორმაციით, გიორგი მამალაძე პარასკევს გამთენიისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაშინ დააკავეს, როდესაც მან საზღვარი გადაკვეთა და თვითმფრინავში ჩასაჯდომად ემზადებოდა. ამ დრომდე უცნობია რომელმა უწყებამ, ჩაატარა დაკავების ოპერაცია. შსს-ში აცხადებენ, რომ მამალაძე მათ არ დაუკავებიათ. მთავარ პროკურატურაში კი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.

რუსთავი 2-ის წყაროს ცნობით, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა, მამალაძის დაკავებიდან რამდენიმე საათში ქალაქ ბერლინში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე ჩავიდა, რომელმაც საქართველოს პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, იოსებ ოხანაშვილს საქართველოში დაბრუნება მოსთხოვა, რადგან მთავარ პროკურატურას ოხანაშვილთან კითხვები ჰქონდა. წყაროს ცნობით სოსო ოხანაშვილი საქართველოს მთავარ პროკურატურაში ჩვენების მისაცემად შაბათს გამოცხადდა და მისი 4 საათიანი დაკითხვა გრიფით საიდუმლო საქმეზე მიმდინარეობდა, ხოლო კითხვები პატრიარქის უსაფრთხოების დაცვას ეხებოდა.

ხანგრძლივი დაკითხვის შემდეგ ოხანაშვილმა დღეს გამთენიისას საქართველო დატოვა და ისევ გერმანიაში გაემგზავრა. სოსო ოხანაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ძმისშვილის, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილის სიძეა.

https://www.youtube.com/watch?v=vwYtAfwCmqM&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიპატრიარქს ქირურგიული ოპერაცია 13 თებერვალს, თბილისის დროით, 11:00 საათზე ჩაუტარდება
შემდეგი სტატია(Video) სოსო ოხანაშვილი ადასტურებს, რომ პატრიარქის დაცვა გაძლიერებულია