(video) სკანდალი: მმართველი გუნდის განცხადებების ფილტრი – დაწერილი ტექსტები “რუსთავი 2-ის” საქმეზე, რომელსაც დეპუტატები იმეორებენ

მმართველი გუნდის განცხადებები ხშირად ერთმანეთს ძალიან ემსგავსება. პოსტსკრიპტუმს კონფიდენციალურმა წყარომ ხელისუფლების საიდუმლო მიმოწერის რამდენიმე ფაილი მიაწოდა, რომელშიც ამ განცხადებების ფილტრი მჟღავნდება. ელექტრონული წერილები ქართული ოცნების დეპუტატებისთვის, მინისტრებისთვის და მმართველ პოლიტიკურ ელიტასთან დაახლოებული გავლენიანი პირებისთვის არის გაგზავნილი.

 

ინფორმატორის თქმით, ასეთი წერილი დღეში რამდენიმე იგზავნება, სადაც წინასწარ არის მომზადებული ტექსტი, რაც კამერის წინ, ხალხის მიერ არჩეულმა პოლიტიკოსებმა უნდა ილაპარაკონ.

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი არმაზ ახვლედიანი “რუსთავი 2”-თან საუბრისას ადასტურებს, რომ ასეთი ინსტრუქციები დეპუტატებს ნამდვილად ეგზავნებათ, ის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში იწერება და მმართველი პარტიის წევრები ვალდებულები არიან გაიმეორონ ის, რასაც დაავალებენ.

საიდუმლო მიმოწერის რამდენიმე ფაილიდან ერთ-ერთი “რუსთავი 2”-ს ეხება. ამ შეტყობინებაში არის სამპუნქტიანი ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა გაამართლონ, პარლამენტის წევრებმა ხელისუფლების შტურმი დამოუკიდებელ ტელევიზიაზე და დაიცვან ქიბარ ხალვაშის ინტერესები. წერილი 2015 წლის 6 ნოემბრით თარიღდება, დავალება შემდეგია: “ოცნების” საპარლამენტო გუნდმა უნდა დაიცვას მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინება.

ინსტრუქციის ყველაზე საინტერესო ნაწილი ქიბარ ხალვაშს ეხება. დეპუტატებს ავალებენ, დაიცვან ქიბარ ხალვაში, თქვან, რომ ის “რუსთავი 2”-ში ტელევიზიის გადასარჩენად მიდის, ჰუმანური მიზნები ამოძრავებს და კონსტრუქციულად არის განწყობილი.

არმაზ ახვლედიანი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” ის წევრები, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციაში დაწერილ ტექსტს არ გაიმეორებენ და გზავნილებს გადაუხვევენ, ისჯებიან. ასეთი სადამსჯელო ღონისძიება კი დეპუტატებისთვის ეთერის დაბლოკვაა.

არმაზ ახვლედიანის მტკიცებით, 2012 წლიდან სანამ ხელისუფლება ქიბარ ხალვაშის ხელით “რუსთავი 2”-ის ხელში ჩაგდების გეგმას აამუშავებდა, მმართველ გუნდში “რუსთავი 2”-ის ბოიკოტირების რეჟიმი მუშაობდა.

 

 

წყარო: “რუსთავი2”

https://youtu.be/bPUVyW1egiU

 

 

banner
წინა სტატიაშითეთრი სახლი განმარტავს, თუ რატომ არ ჩამოართვა ტრამპმა მერკელს ხელი
შემდეგი სტატიათოქ-შოუ “პროფილის” ფეისბუქგვერდზე გადაცემის წამყვანის მაია ასათიანის მიმართვა ვრცელდება