(ვიდეო) სკანდალი: ივანიშვილის ფარული საუბარი პატრიარქზე და წულუკიანი

ელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდა

“ქრონიკა+”-ის ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე, აცხადებს, რომ რუსთავი2-ის საქმის მოსამართლეებზე ჯერ კიდევ ახალ წლამდე ხორციელდებოდა ზეწოლა.

„რუსთავი2-ის მოამართლეებთან კომუნიკაციაში იყო ვანო ზარდიაშვილი, დეპუატატი, რომელიც სუს-ის დავალებით აწარმოებდა მოლაპარაკებებს კოლეგიის მოსამართლეებთან,“ – აცხადებს ელისო კილაძე.

ის აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას გეგმა ჩაეშალა, რადგან ინფორმაცია მედიაში გავრცელდა. ამის შედეგად კი 3-მა მოსამართლემ „მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ გადაეცათ რუსთავი2-ის საქმე უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისთვის“. ელისო კილაძის განცხადებით, პაატა ქათამაძემ და ბესარიონ ალავიძემ პრინციპული გადაწყვეტილება მიიღეს და „არ მოისურვეს ყოფილიყვნენ ურთმელიძე2“.

https://youtu.be/zdxvv7rkyfs

ის აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ დიდ პალატაში ვერ იპოვა 5 მოსამართლე, რომელიც ე.წ. კერძო დავის თაობაზე რუსთავი2-ს ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებდა.

ელისო კილაძე ამბობს, რომ ამის შემდეგ, ვანო ზარდიაშვილი კუბლაშვილმა ჩაანაცვლა და ის მოსამართლეებზე ზეწოლას ბიძინა ივანიშვილის დავალებით ახორციელებდა, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო.

„როდესაც ხელისუფლება მიხვდა, რომ ვერ მოახერხა მოლაპარაკება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან, დაიწყო ის პროვოკაცია, რაც დღეს ჩვენ ვნახეთ. ეს არის წერილები, SMS-შეტყობინებები და ა.შ.“ – განაცხადა ელისო კილაძემ.

მე მაქვს ინფორმაცია ჩანაწერებზე, დასახელებული იყო თანხა 10 მილიონი,-აცხადებს გაზეთ “ქრონიკა+”–ის რედაქტორი ელისო კილაძე.

მისი თქმით, შემოთავაზების ავტორი არ იყო ლაშა ნაცვლიშვილი, თუმცა იცოდა, რომ ჩანაწერები ჰქონდა ნაცვლიშვილს.

,,პირველი ჩანაწერია ირაკლი ღარიბაშვილის ცნობილი ჩანაწერი ვიწრო წრესი ე.წ. ანტონიო და ღარიბაშვილის გარემოცვა მიხდება . მეორე საუბარი იყო კალაძისა და წულუკიანის ცანაწერეი ბესელიაზე და ივანისვილს ჩანაწერი პატრიარქზე”- აცხადებ სკილაძე.

„დაგეგმილია, გამოქვეყნდეს ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრის, სავარაუდოდ, დამონტაჟებული ვერსია, რომელიც ეხება მოსამართლეებს, უზენაესი სასამართლოს იმ დაუმორჩილებელ მოსამართლეებს, რომლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიდის,“ – განაცხადა ელისო კილაძემ.

სუს-ის მედიასაშუალებები გაავრცელებენ ამ ჩანაწერებს. ელისო კილაძე აღნიშნავს, რომ ხუთშაბათს ან პარასკევს გამოქვეყნდება ეს ჩანაწერები.

https://youtu.be/jtmxhx5_b4Y

banner
წინა სტატიაშისაზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ფორმით უნდ აღიგავოს პირისგან მიწისა
შემდეგი სტატიასაზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის სიძე მექრთამე იყო