(VIDEO) „სიმფსონები“ ხმას ჰილარი კლინტონს აძლევენ

„იუთუბიზე“ კინოკომპანია 20th Century Fox-ის ახალი ნახატი ფილმი გამოქვეყნდა, რომელსაც „3 a.m.“ (დილის 3 ) ჰქვია და რომლის მიხედვითაც, ცნობილი ამერიკული მულტსერიალ „სიმფსონების“ გმირები – მარჯი და გომერი იღებენ გადაწყვეტილებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა ჰილარი კლინტონს მისცენ.
როგორც „ბი-ბი-სი“ იუწყება, ფილმში დონალდ ტრამპს წიგნი – „ჰიტლერის მნიშვნელოვანი გამოსვლები“ უჭირავს.
ფილმის ერთი-ერთი სცენა ასეთია: გომერი ამბობს, რომ ხმას ტრამპს აძლევს. მარჯი კი პასუხობს: „თუკი ეს შენი არჩევანია, დარწმუნებული ვარ, რომ შენთან ვიყო”. ამ ფრაზას გომერის რეპლიკა მოჰყვება: „აი, როგორ გავხდი დემოკრატი“.
ამის შემდეგ აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატების დახასიათება იწყება. მარჯი ამბობს, რომ ვიდრე არ გადაწყვეტს, ხმა ვის მისცეს ხმა, არ შეუძლია, სექსით დაკავდეს. ამ დროს კადრს მიღმა ისმის: „ახლა დილის სამია და ტელეფონი რეკავს თეთრ სახლში – თქვენი აზრით, ვინ უნდა უპასუხოს?” ყურმილს არც ტრამპი იღებს, არც – კლინტონი, რადგან ტრამპს არ სცალია – „ტვიტერშია“, თან დამხმარეს კარნახობს, რომ ნატო უნდა დაშალონ და კვერცხი შეწვან ოქროს თეფშზე.
ბოლოს, ტელეფონს ბილ კლინტონი პასუხობს და ამბობს, რომ მალე იქნება ადგილზე. ამის შემდეგ გაბრაზებული ყურმილს ჰილარის აწვდის: „ო, ეს შენ გთხოვენ“. ჰილარის პასუხი მკაცრია: „ჰო, ამ მომენტიდან, ყოველთვის მე”.
შეგახსენებთ: აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიმამუკა კუდავა: „იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნა ქვეყნისთვის მავნებელია!“
შემდეგი სტატია„ჩემო საყვარელო ზვიად… ჩემო საყვარელო თინიკო…“ – კვაჭატირაძისა და ხიდაშელის სკანდალური ფეისბუქდებატები