(+ვიდეო) შალვა ნათელაშვილი: მმართველი გუნდის წევრები იუდაზე უზნეოები აღმოჩნდნენ

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი, მმართველი კოალიციის დაშლის ფაქტს ეხმაურება. ტელეკომპანია ,,იბერიისთვის” მიცემულ ინტერვიუში ნათელაშვილმა ხელისუფლების წევრები და ექს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი იუდას შეადარა. ,,მმართველი გუნდის წევრები “იუდაზე უზნეოები აღმოჩნდნენ” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

“ანგარების საფუძველზე შექმნილი გაერთიანება აუცილებლად დაიშლება.მაგალითად იუდა იყო ზნეობრივი, გაყიდა ვერცხლზე უფალი და შემდეგ თავი მოიკლა და ამ ჩვენს იუდებს, მთლიანად პოლიტიკაში იმის პასუხისმგებლობაც არ აქვთ , რომ ამდენი რამე ავნე ქვეყანას, ამდენი ხალხი გაამწარე და წადი პოლიტიკიდან,”-განაცხადა ,,ლეიბორისტების” პირველმა ნომერმა.

https://www.youtube.com/watch?v=fn9NPbHOz5w&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში(video)ელისო კილაძე:”2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “რესპუბლიკური პარტია” ბარიერს ვერ გადალახავს”
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ თანამდებობა დატოვა