(Video) “სავარაუდო მსხვერპლთა რაოდენობას და ვინაობას გამოძიება დაადგენს -პრემიერის პირველი კომენტარი და ახალი განცხადება

ვინ შეიყვანა პრემიერი შეცდომაში ე.წ. ციანიდის საქმეზე და რა საქმე აიყვანა მთავრობის მეთაურმა პირად კონტროლზე, თუ პროკურატურა დღეს აცხადებს, რომ ის არ აწარმოებს ძიებას არც პატრიარქის და არც მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის ფაქტზე? პრემიერ -მინისტრი, რომლმაც ბერლინის კლინიკაში მყოფი პატრიარქი მოინახულა აცხადებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეს “უზარმაზარი სპეკულაციათა ნაკადი მოჰყვა.”

“მინდა პატრიარქს ვუსურვო ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთვის არის ეკლესიის ერთიანობა უმნიშვნელოვანესია, ეკლესიის როგორც სახელმწიფოს ძლიერებისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუციის ერთიანობა. რაც მოხდა იმაზე დეტალურ კომენტარს არ გავაკეთებთ, ვფიქრობთ რომ უზარმაზარი სპეკულაციათა ნაკადი მოჰყვა, ვფიქრობ რომ ეს არის უადგილო, ჩვენ გვინდა ყველამ გავაკეთოთ ყველაფერი რომ მუხტი ჩავაცხროთ გამოძიებას მივცეთ საშუალება, რომ ყველაფერი დაადგინოს. მე ყველა დეტალს ვფლობ, როდესაც სასულიერო პირი მომწამლავი ნივთიერებით კვეთს საზღვარს და მოდის იქ, სადაც პატრიარქი იმყოფება რა თქმა უნდა დიდი უბედურების თავიდან აცილებაზეა საუბარი, სავარაუდო მსხვერპლთა რაოდენობას და ვინაობას გამოძიება დაადგენს,”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

https://www.youtube.com/watch?v=-YodWFwKR2I&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში(video) პრემიერ-მინისტრი პატრიარქის მოსანახულებლად მივიდა
შემდეგი სტატიამთავარ პროკურორს პატრიარქი არ უხსენებია-პროკურატურა დამატებით განმარტებებს აკეთებს