(+ვიდეო) სასტუმრო “რიჩის” მეპატრონე ავტობუსის შეჯახების დეტალებზე საუბრობს

სასტუმრო „რიჩის“ მეპატრონე ზვიად თაბაგარი აცხადებს, რომ ავტობუსის შეჯახებამ სასტუმროს კედელი დააზიანა.

მისი თქმით, შესაძლოა, ავარიის მიზეზი ტრანსპორტის გაუმართაობა იყოს.

სასტუმროს მეპატრონე აცხადებს, რომ შემთხვევა დღეს დილი 9:20 წუთზე მოხდა.

“დილით დამირეკეს თანამშრომლებმა და მითხრეს, რომ ავტობუსი შემოვარდა ეზოში. დაზიანებულია ჩვენი და მეზობლის ღობე. საბედნიეროდ მძიმედ არავინ დაშავებულა. ვფიქრობ, რომ ტრანსპორტის გაუმართაობის ბრალი იყო”, – განაცხადა სასტუმროს მეპატრონემ ზვიად თაბაგარმა.

ისნის რაიონში სასტუმრო “რიჩის” კედელს სამგზავრო ავტობუსი შეეჯახა.ავტობუსში 16 მგზავრი იჯდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად რამდენიმე მგზავრმა მცირე დაზიანება მიიღო. დაშავებული მგზავრები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

https://www.youtube.com/watch?v=F4PNIGgffEE

banner
წინა სტატიაშიტრამპმა გამარჯვების შემთხევვაში უდოკუმენტო მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის პირობა დადო
შემდეგი სტატიაშვედეთში ქალაქებში ავტოტრანსპორტის მოძრაობის სიჩქარის 40კმ/სთ-ზე დაყვანაზე მსჯელობენ