(Video) სასტიკი მკვლელობები აფხაზეთში

ახალი წლის დღეებში აფხაზეთში რამდენიმე მკვლელობა მოხდა, რომელმაც, თავის მხრივ, თვითნებური შურისძიების მთელი სერია გამოიწვია, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი და სამი კერძო სახლი დაწვეს სოფელ გვადაში. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, არიან ეჭვმიტანილები. პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს – აფხაზური მედია ავრცელებს.

პირველ იანვარს დაიკარგა 1990 წელს დაბადებული სოხუმელი ბესლან კვარაცხელია. მისი ძიების ოპერაციისას, ოჩამჩირეს სამართალდამცველებმა კვარაცხელიას ცხედარი ტყეში იპოვეს, რომელსაც რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
ძიებისას დადგინდა ეჭვმიტანილი, რომელიც 1983 წელს დაბადებული, სოფელ გუადაში მცხოვრები როლანდ ჟიბაა. მისი ადგილმდებარობა ჯერჯერობით უცნობია, ის სავარაუდოდ, საქართველოშია.
3-დან 4 იანვრის ღამით გუადაში სამი სახლი დაწვეს, ერთ-ერთი მათგანი ეჭვმიტანილ ჟიბას ეკუთვნოდა, ორი კი მის ნათესავებს.
6 იანვარს კი საფლავზე, სადაც ბესლან კვარაცხელიაა დასაფლავებული, განსაკუთრებული სისასტიკით იქნა მოკლული სოფელ გავადას მკვიდრი რომან ჟიბა, მას ბენზინი გადაასხეს და დაწვეს, როცა ის გაქცევას შეეცადა, მას ესროლეს და მოკლეს.
მედიის ცნობით, ყველაფერი რუსეთის ფედერაციასთან მდებარე სასაზღვრო პუნქტიდან ათ მეტრში ხდებოდა და ვიდეოსათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.

https://www.youtube.com/watch?v=oDd2F6rCKXI

banner
წინა სტატიაშიბერლინი პოტენციური ტერორისტების წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს
შემდეგი სტატიაჩხუბზე რა, უნდა დაეჭირათ?! – კახა კალაძე რატი გაჩეჩილაძეზე