(ვიდეო) სანამ პატრიარქი ამ გარემოცვის ხელში იმყოფება, აზრი არ აქვს გარკვევას რა ხდება

,,სანამ პატრიარქი ამ გარემოცვის ხელში იმყოფება, აზრი არ აქვს გარკვევას რა ხდება”, – ამის შესახებ მეუფე პეტრე ცაავამ ტოკ-შოუ ,,რეაქციაში” განაცხადა.

მეუფე პეტრე ცაავას თქმით, ედიშერ ქარჩავას განცხადებები სიცრუე და მზაკვრობაა და მის უკან შორენა თეთრუაშვილი და მათი თანამოაზრეები დგანან.

,,ამბიციისა და საკუთარი მზაკვრობის გარდა არაფერი გააჩნია გამხმოვანებელს. რა თქმა უნდა, მის უკან არ გამოვრიცხავ, როგორც რუხი კარდინალი ისე მისი ხელქვეითი სასულიერო პირები მაღალი სასულიერო პირები, მათ შორის სინოდის წევრები, რომელბიც ყველაფერას აკეთებენს, რომ ხელისუფლება და საკუთარი თავი იხსნან ამ საქმიდან. ეს არის უკვე სიმსივნური მეტასტაზები ერისა და ბერისა გაერთიანებული”, – განაცხადა მეუფე პეტრე ცაავა და დასძინა, რომ ბევრჯერ შესწრებია მომენტს, როდესაც კონკრეტულ პირებს შორენა თეთრუაშვილის დავალებები ,,პატრიარქის კურთხევად გაუსაღებიათ”.

,,როცა საუბრობენ საპატრიარქოს სახელით, ჩემთვის ქალბატონი არ არის პატრიარქი და მისი დავალება არ ნიშნავს პატრიარქის ლოცვა-კუთხევას. ბევრჯერ შევსწრებივარ მომენტს, როცა ამ ქალის დავალება გაუსაღებიათ პატრიარქის კურთხევად”, – განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ ტოკ-შოუ ,,რეაქციაში”.

https://youtu.be/WZuvlsJif2E

banner
წინა სტატიაში(video) ედიშერ ქარჩავა: მეუფე პეტრეს მიერ პატრიარქის “მოკვდინებაში” სულიერ მკვლელობას გულისხმობს
შემდეგი სტატიასაქართველოში აზერბაიჯანული ოპოზიციის ლიდერებს აკავებენ