(VIDEO) სამხატვრო აკადემიის „შორტებიანი“ სტუდენტის სახლში გაშვება სხვა სტუდენტებმა ტრუსებით გააპროტესტეს

სამხატვრო აკადემიის სტუდენტების დიპლომის დაცვაზე, ქარვასლაში გამართულ ღონისძიებაზე „შორტებით“ მისული სტუდენტი რექტორმა სახლში, ტანსაცმლის გამოსაცვლელად გაუშვა, რის გასაპროტესტებლადაც ორი სტუდენტი დარბაზში ტრუსებით მივიდა. ინფორმაცია ვიდეომასალასთან ერთად, ერთერთმა თვითმხილველმა palitratv.ge-ს მიაწოდა.

„ჩემი ერთერთი მეგობარი, რომელიც იცავდა დიპლომს, დაიძრა პრეზენტატორებისთვის განკუთვნილი ადგილისკენ. ამ დროს გია გუგუშვილმა (აკადემიის რექტორი) უხმო მას თავისთან და უთხრა – „მოგცემ ტაქსის ფულს, წადი სახლში და შარვალი ჩაიცვი”. ჩემს მეგობარს „შორტი” ეცვა. აღნიშნულმა სტუდენტმა პროტესტის ნიშნად დატოვა სივრცე.

რამდენიმე სტუდენტი შეუერთდა მის პროტესტს და დატოვეს დარბაზი მასთან ერთად.

რამდენიმე წუთში სივრცეში დაბრუნდა ორი სტუდენტი, საცვლებით და ფეხსაცმელებით. ეს იყო მყისიერი პროტესტი ამ კონკრეტულ და ზოგადად, აკადემიაში მიმდინარე მარაზმატიკულ, არაჯანსაღ პროცესებთან დაკავშირებით. ეს იყო აგრეთვე სოლიდარობა ჩემი მეგობრის მიმართ.

უნდა დასრულდეს აკადემიის დღევანდელი სახით არსებობა. უმოკლეს დროში მოჰყვეს ამ ფაქტს ფართო და ადეკვატური გამოხმაურება ქართული საზოგადოების მხრიდან!“, – ამბობს თვითმხილველი.

https://www.youtube.com/watch?v=W9gJJBxeOdg&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიტრისტან წითელაშვილი : “ჩემი მხრიდან ადგილი არ ჰქონია შიდა სარეჟიმო წესების დარღვევას”
შემდეგი სტატიალექსო თამაზაშვილმა ”ქართული ოცნებიდან” დეპუტატობისთვის ბრძოლაზე უარი თქვა