(video) სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ხელქვეითებს ისე უყურებს, როგორც უსულო საგნებს!

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ხელქვეითებს ისე უყურებს, როგორც უსულო საგნებს. ეს არ არის ცილისწამება. ეს სიმართლეა, რასაც ვიდეოკადრები მოწმობს! დიახ, ბატონი შონიას სიტყვებია: „შემოიტანეთ გამგებელი!“ ისე, როცა გუბერნატორი ხელქვეითებს „დინგი-დუნგიის“ დასანახად ასე მიმართავს, ადვილი წარმოსადგენია, მათ ტეტ-ა-ტეტ როგორ მოექცევა! ამ „სევდიან ამბავში“ არანაკლებ საინტერესო ისაა, თუ რატომ ეგუებიან ხელქვეითები ამ „გუბერნატორულ დაჩმორებას“.

“დაიცავი საქართველოს” ლიდერს კახა მიქაიას გუბერნატორ ლევან შონიას „დღის ფრაზა“ არ გამორჩენია და “თაიმერთან” მოკლე კომენტარით შემოიფარგლა : ” გუბერნიიდან ეს მართლა ნაგავივით გასატანი, ესა! შონიას სკოლაში იაკუტურ ენაზე ასწავლიდნენ, ან ყოველი შემთხვევისთვის, კლასგარეშე საკითხავად, როგორც გამორჩეულ მოსწავლეს, იაკუტური ლიტერატურა ჰქონდა შერჩეული!!!“.

banner
წინა სტატიაშიპარიზის ცენტრში ტერორისტული აქტი მოხდა
შემდეგი სტატია(video) “პინოჩეტმაც ვერ გაბედა ხალხისთვის წაერთვა პრეზიდენტის არჩევის უფლება“ – შალვა ნათელაშვილი