(video) ,,სამარცხვინო სენაკელია“ – მეუფე პეტრე საპატრიარქოს ადვოკატზე

„სამარცხვინო სენაკელია,“ – ეს განცხადება ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში საპატრიარქოს იურისტ, ედიშერ ქარჩავაზე, საუბრისას გააკეთა.

მისი განმარტებით, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მან ავსტრიელი სპეციალისტების დახმარებით, ლებარდეს მინერალური წყალი და სოფელ ტალევში ჭაბურღილის წყალი გამოიკვლია.

მეუფე პეტრე აცხადებს, რომ მარტვილის წყლის ბიზნესში დიდი ინვესტიცია ნაული ჯანაშიამ ჩადო, რომლის გარდაცვალების შემდეგ, მისი პარტნიორი არაკეთილსინდისიერად მოიქცა და მიუხედავად იმისა, რომ ეს წყალი საპატრიარქოს ტერიტორიაზე იყო, მისი მითვისება გადაწყვიტა და სწორედ მაშინ ჩართო საქმეში მან ედიშერ ქარჩავა, როგორც საპატრიარქოს იურისტი.

„როდესაც პრობლემა წარმოიშვა, როგორც საპატრიარქოს იურისტი, მე მას თხოვნით მივმართე. მან, რა თქმა უნდა, შეათანხმა თავის მაკურთხეველთან, ქალბატონთან და ის ჩაერთო ამ საქმეში. მე ეჭვი მქონდა, რომ რაღაც საპატრიარქოს და ჩემი პირადად ან ეპარქიის ინტერესების საზიანოდ ხომ არ იყო ეს ქალბატონი ალიანსში ამ თაღლით ბატონ ნაულის პარტნიორთან,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.

მეუფე პეტრე განმარტავს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი, ამ საქმეში დიდი გავლენის გამო, მარტვილის წყლის ჩამოსხმა შეწყდა.

„ჩემი რეზიდენცია, სადაც მე ვცხოვრობ, არ არის ჩემი რეზიდენცია, როგორც ნებისმიერი სკოლა თუ ეკლესია ჭყონდიდის ეპარქიაში არ არის ჩემი საკუთრება. ასევე, ეს ქარხანაც არის საქართველოს საპატრიარქოს საკუთრება 50%-იანი წილი,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.

https://youtu.be/3goHTGLvQ9M

banner
წინა სტატიაშიმუხტარლის თქმით, ის საქართველოს უშიშროების ძალებმა გადასცეს აზერბაიჯანის მხარეს
შემდეგი სტატიაედიშერ ქარჩავა ,,ოცნებას,, გამარჯვებისთვის ლოცვისკენ მოუწოდებდა