(video) რუსული მხარე შავ ზღვაში ჩაძირული გემის ეკიპაჟის სამძებრო სამუშაოების ამსახველ კადრებს ავრცელებს

რუსული მხარე შავ ზღვაში ჩაძირული გემის ეკიპაჟის სამძებრო სამუშაოების ამსახველ კადრებს ავრცელებს.

შეგახსენებთ, დღეს დილით პანამის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი შავ ზღვის აკვატორიაში ჩაიძირა. გემის ბორტზე ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, გემის ეკიპაჟის წევრებს შორის საქართველოს ერთი მოქალაქეა. არსებული ინფორმაციით, მაშველებმა ხუთი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს, ეკიპაჟის შვიდ წევრს კი ამ დრომდე ეძებენ.

პანამის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი „გეროი არსენალა“ აზოვის პორტიდან თურქეთისკენ მიემართებოდა და მარცვლეულით იყო დატვირთული.

 

https://youtu.be/cglTzwQnv5g

banner
წინა სტატიაში“პატრიოტთა ალიანსი” საკონსტიტუციო კომისიის მიერ მათი წინადადებების იგნორირების შემთხვევაში შიმშილობას დაიწყებს
შემდეგი სტატიაქართული მხარე ჩაძირულ გემზე საქართველოს მოქალაქის ყოფნას ადასტურებს