ტელეკომპანია რუსთავი 2-ის იურისტებმა ევროსასამართლოს მიმართეს. თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ ეს არ არის სარჩელი და არის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ მოთხოვნა.
“ეს არის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ მოთხოვნა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვთხოვთ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპულ სასამართლოს რომ შეაჩეროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება იმ მომენტამდე, სანამ არ იქნება არსებითად განხილული ჩვენი სარჩელი,“ -განაცხადა თამთა მურადაშვილმა.
https://www.youtube.com/watch?v=1PLqijr86BY&feature=youtu.be