(VIDEO) რუსმა ტელე-წამყვანმა უკრაინელ სტუმარს ერთი ვედრო სიმბოლური ფეკალიები მიუტანა

რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიაში, ტელე-შოუ “პირველ სტუდიაში” წამყვანმა არტიომ შეინინმა უკრაინელ ბლოგერს სერგეი ზაპოროჟსკის ვედრო მიუტანა, რომელზეც ეწერა “г**но” (ფეკალიები). ინციდენტი გუშინდელ ეთერში მოხდა.
შეინინმა ბლოგერს გაახსენა, რომ “ტვიტერ”-აკაუნტზე რამდენიმე ხნის წინ ზაპოროჟესკიმ პირობა დადო, რომ ერთ ვედრო ფეკალიებს შეჭამს იმ შემთხვევაში, თუკი 2016 წლის ბოლომდე ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში დარჩება. მან ასევე დაწერა, რომ პირობას 2017 წლის 1 იანვარს შეასრულებდა.

წამყვანმა ბლოგერს პირობა შეახსენა და ვედრო შოუს 57-ე წუთზე გამოუტანა. “იმის მაგივრად, რომ მათ მიიღონ ის, რასაც იმსახურებენ, ჩვენ მათ შოკოლედებს ვაძლევთ, დიახ, კოლეგებო, ამ ვედროში შოკოლადია” – თქვა წამყვანმა. უკრაინელმა ბლოგერმა თავის მხრივ განაცხადა, რომ ყირიმი არასდროს ყოფილა რუსეთის და არც არასდროს იქნება.

https://www.facebook.com/david.zhvania/videos/10203309517574210/

banner
წინა სტატიაში(VIDEO) შონია ,,ლაპატკაზე,, შელია ,,ზაპასში,, – კახა მიქაია ღადაობს
შემდეგი სტატიაBBC – თალიბებმა ავღანურ სამხედრო ბაზაზე 140 ადამიანი მოკლეს