(video) რუსი ჟურნალისტი უსაფრთხოების მიზნით საქართველოში ჩამოდის

ჟურნალისტი საშა სოტნიკი აცხადებს, რომ იძულებულია დატოვოს რუსეთის ტერიტორია და დროებით საქართველოს შეაფაროს თავი. მისი თქმით, ეს არ არის ემიგრაცია. უბრალოდ, ის ტოვებს რუსეთს ბოლო დროს მის მიმართ გახშირებული აშკარა მუქარის გამო.
რუსმა ჟურნალისტმა ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ „ეს არის დროებითი იძულებითი ევაკუაცია…მე გავემგზავრე საქართველოში და გარკვეული პერიოდი იქ ვიცხოვრებ…მაგრამ აქ რჩებიან ოპერატორები და არხი SotnikTV განაგრძობს მუშაობას. უფრო მეტიც, როგორც იქნა მექნება დრო იმისთვის, რომ რეგულარულად მოვამზადო ანალიტიკური პროგრამები“.
ჟურნალისტი საშა სოტნიკი ღიად უპირისპირდება ვლადიმერ პუტინს და მის პოლიტიკას. იგი ცნობილია იმით, რომ ატარებს გამოკითხვებს მოსკოვის ქუჩებში სხვადასხვა თემაზე და მასალებს ავრცელებს Youtube-ის არხის მეშვეობით.

banner
წინა სტატიაშიპოლიტპატიმარი ნანა თხელიძე პროკურორ ჯარჯი წიკლაურს სკანდალურ ბრალდებას უყენებს
შემდეგი სტატიაობამამ რუსეთს ურჩია მეზობელი ქვეყნების საქმეებში არ ჩაერიოს