(video) რუსი ეროვნების თბილისელი ბიზნესმენი – უკრაინის გმირად აღიარეს

14398003_644682839025240_363472856_nრუსი ეროვნების თბილისელი ბიზნესმენი – უკრაინის გმირად აღიარეს.ის ლუგანსკის ოლქში დაიბადა და გაიზარდა, თუმცა ბედმა თბილისში ჩამოიყვანა, სადაც ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა…
უკრაინული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, დღეს უკვე უკრაინის გმირად აღიარებული ვლადიმერ ჟემჩუგოვი, თბილისში ერთ-ერთი ქარხნის კომერციული დირექტორი იყო და საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა… 2014 წელს, ის ლუგანსკის ოლქში დედის სანახავად ჩავიდა… სადაც მას რუსი სეპარატისტების მიერ ოკუპირებულ ლუგანსკში ისეთი სიტუაცია დახვდა, რომ გადაწყვიტა იმ ქვეყანის ჯარისკაცი გამხდარიყო, რომელშიც ის დაიბადა და გაიზარდა…
როგორც თავად ვლადიმერ ჟემჩუგოვი აცხადებს, მან უკრაინულ არმიაში სამსახური, როგორც მზვერავმა დაიწყო… ,,მე უკრაინის არმიის მზვერავი ვიყავი და ჩემს მოვალეობას ვასრულებდი… თუმცა უკრაინულ არმიაშიც დიდი ნდობა არ ჰქონდათ ჩემი, რადგან ეროვნებით რუსი ვიყავი… ისე მოხდა, რომ მოგვიანებით ლუგანსკის იატაკქვეშეთში მყოფი უკრაინელი პარტიზანების რაზმში მოვხდვი,, აცხადებს ჟემჩუგოვი.
ვლადიმერ ჯემჩუგოვი, 2015 წელს ერთ-ერთი პარტიზანული ოპერაციის დროს ნაღმზე აფეთქდა… რა დროსაც სერიოზული დაზიანებები მიიღო, თუმცა სიკვდილს გადურჩა და მძიმედ დაჭრილი საავტომობილო გზაზე გავიდა და სცადა გამვლელ ავტომობილს ჩავარდნოდა, რათა ტყვედ არ ჩავარდნილიყო… თუმცა ეს ჩანაფიქრი არ გამოუვიდა და ტყვედ მაინც ჩავარდა.
,,მე არ მინდოდა ტყვედ ჩავარდნა, რადგან ტყვეობა წამებას ნიშნავს… შეიძლება ვერ გაუძლო და გასცე შენიანები… თუმცა იმდენად დასახიჩრებული და მძიმედ დაჭრილი ჩავუვარდი რუს ოკუპანტებს ტყვედ, რომ ჩემს წამებას დიდი აზრი არ ჰქონდა… მახსოვს რომ რაღაცით მჩხვლეტდნენ დაკითხვის დროს… ფაქტიურად ვბოდავდი რაღაცეებს… თუმცა შემდგომი დაკითხვების დროს მოვხდი, რომ ძირითადი საიდუმლოება, რასაც ვფლობდი, არ გამითქვამს და დღესაც ბევრს ვერაფერს ვამბობ, რომ იმ ხალხს, ვისთანაც ერთად ოკუპანტებს ვებრძოდით, საფრხე არ შეექმნათ,, -აცხადებს ჟემჩუგოვი, რომელმაც თითქმის ერთი წელი ლუგანსკში რუსი სეპარატისტების ტყვეობაში გაატარა…
უკრაინული მხარის და ეუთო-ს დიდი ძალისხმევის შედეგად, სულ რამდენიმე დღის წინ ვლადიმერ ჟემჩუგოვი ტყვეთა გაცვლის პროგრამით გაანთავისუფლეს. აღსანიშნავია, რომ ჟემჩუგოვმა, განთავისუფლების მომენტში მასთან სასწრაფო დახმარების მანქანაში ცინიკური შეკითხვებით მისულ პროკრემლისტური რეპორტაჟებით ცნობილ ჟურნალისტს გრემ ფილიპსს ,,პუტინის პროპაგანდონი,, უწოდა.
განთავისუფლებისთანავე კიევში ჩასულ ვლადიმერ ჟემჩუგოვს, უკრაინის პრეზიდენტი პეტრ პოროშენკო და ხელისუფლების წარმომადგენლები, როგორც უკრაინის გმირს დახვდნენ.
ამჟამად ვლადიმერ ჟემჩუგოვს, რომელიც კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოშია მოთავსებული, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. უკრაინელ ექიმებს მისი ფაქტიურად დაკარგული მხედველობის აღდგენაზე ზრუნვა, დაზიანებული შინაგანი ორგანოების მკურნალობა და ამპუტირებული ორივე ზედა კიდურის პროთეზირება მოუწევთ.

banner
წინა სტატიაშიმსახიობ ბესო ბერულაშვილს თბილისში ბინა 1 ლარად გადაეცა
შემდეგი სტატია(video) რუსი ბებოების ,,ოლე ოლა,, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს…