(Video) რუსეთში პირდაპირ ეთერში ჟურნალისტებმა სტალინის გამო იჩხუბეს

ჟურნალისტები სტალინიზმზე კამათის დროს პირდაპირ ეთერში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ინციდენტი რადიოსადგურ „კამსამოლსკაია პრავდას“ პირდაპირ ეთერში მოხდა.

ჟურნალისტები ნიკალაი სვანიძე და მაქსიმ შევჩენკო სტალინიზმზე საუბრობდნენ. კერძოდ, დისკუსიის თემა იყო – „არის თუ არა სტალინიზმი დაავადება და საჭიროა თუ მისი მკურნალობა?“.

შევჩენკომ განაცხადა, რომ „სვანიძე საბჭოთა ჯარისკაცების საფლავებს შეურაცხყოფს“ და ამის გამო, „ის საცემია“.

ამის შემდეგ, ჟურნალისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. აღსანიშნავია, რომ სვანიძეც და შევჩენკოც რუსეთის პრეზიდენტთან მოქმედი ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს წევრები არიან.

https://www.youtube.com/watch?v=MXHLWP-d7mE

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ლუკაშენკოს განკარგულებით სააფთიაქო ქსელიდან კერძო შუამავლები განიდევნებიან
შემდეგი სტატიასურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცოფის საწინააღმდეგო იძულებითი ვაქცინაცია ჩაატარა