(video) ქართველ “კანონიერ ქურდს” იტალიაში რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილება ოფიციალურად გადაეცა

რუსმა სამართალდამცველებმა ქართველ “კანონიერ ქურდს” მერაბ ჯანგველაძეს, იგივე მერაბ სოხუმელს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ იქნა მიღებული, გუშინვე ოფიციალურად გადასცა. შესაბამისი ვიდეო რუსულმა მედიამ გაავრცელა.
შსს-ს თანამშრომლებმა სოხუმელი იტალიაში, ბარში ინახულეს, სადაც ის შიდა პატიმრობაში იმყოფება.

მოსკოვის სასამართლომ გუშინ რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვა მერაბ ჯანგველაძეს.
სასამართლოს თქმით, მერაბ სოხუმელს რუსეთის მოქალაქეობა ნაყიდი ქონდა.
როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, მისი ნებისმიერი მცდელობა რუსეთის ფედერაციაში მოხვდეს, საზღვრის დარღვევად იქნება შეფასებული.

https://www.youtube.com/watch?v=FP_Xeaau3dg&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშილადო სადღობელაშვილი: ირაკლი ვაჭარაძე იმყოფება პატრიარქის დაუძინებელი მტრის დაქვემდებარებაში
შემდეგი სტატია“გვართან თანამდებობის დაკავშირება არასწორია”- ვოლსკი მარგველაშვილზე