video ქართული ოცნების “ბუხოი” დეპუტატები

პარლამენტის სხდომათა დარბაზში საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივას, მედიის მხარდამჭერი ბანერის გაშლასთან დაკავშირებით რამდენჯერმე უმრავლესობასა და უმცირესობას შორის შელაპარაკება მოყვა. ერთ-ერთი შელაპარაკების დროს, უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა “ევროპული საქართველოს” წევრებს ასე მიმართა:”ოჯახები ხომ გყავთ, შვილებს რას ეუბნებით, რა გაქვთ გაკეთებული?”, პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ელენე ხოშტარიას კი, რომელიც მიმდინარე მოვლენებს მობილური ტელეფონის საშუალებით იღებდა, ასე : “ოპერატორობა დაიწყე”? საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ყაველაშვილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მათივე შეფასებით არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა სხდომათა დარბაზში უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი ბიძინა გეგიძე.

 

https://youtu.be/_ghuwffjXlY

banner
წინა სტატიაშიმსოფლიოში ნავთობის ფასი მატულობს
შემდეგი სტატიაიურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ფარული მიყურადების განხორციელებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა