(video) “ამ პუნქტებს ზიანის გარდა, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის არაფერი მოუტანია” – ასლან კობახია

ოტობაიას და ნაბაკევის გადასასვლელები დღეს სრულად პირადად ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვიცე პრემიერმა ასლან კობახიამ დახურა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ დახურვის პროცესში ადგილზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები და გალის მაცხოვრებლებისთვის ზიანზე მიუთითეს, სოხუმმა მიმართვა არ გაითვალისწინა.

კობახიას განცხადებით, საქართველოსთან მხოლოდ ერთი ენგურის ხიდის გადასასვლელი იფუნქციონირებს, დანარჩენი გამშვები პუნქტები კი დღეიდან სრულად დაიხურა. გარდა ამისა, იგეგმება გადასასვლელებთან არსებული ხიდების დემონტაჟიც.

„პრეზიდენტ ხაჯინბას ბრძანებით, მინისტრთა კაბინეტმა რამდენიმე თვის წინ მიიღო გადაწყვეტილება გადასასვლელი პუნქტების, ოტობაიას და ნაბაკევის დახურვის შესახებ. დარჩება ერთადერთი გამშვები პუნქტი და ეს იქნება ენგური, რომლითაც ისტორიულად ყოველთვის შეიძლებოდა აფხაზეთიდან საქართველოში გადასვლა. ამ პუნქტებს ზიანის გარდა, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის არაფერი მოუტანიათ. მოხდება ოტობაიას ხიდის დემონტაჟი და თუ ჩვენ გვსურს შევინარჩუნოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენ საზღვარი უნდა მოვიყვანოთ წესრიგში. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ჩვენთანაა და ამით უნდა ვისარგებლოთ. უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა. თუკი ვინმე თვლის, რომ აფხაზეთის სახელმწიფოს გაძლიერება მტერთან გამშვები პუნქტის გახსნით არის შესაძლებელი, ის ღრმად ცდება,“ – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების შინაგან საქმეთა მინისტრმა ასლან კობახიამ.

https://youtu.be/lUKELA8dSfc

banner
წინა სტატიაშიდეპუტატმა უკრაინის პრეზიდენტს 8 მარტი მიულოცა
შემდეგი სტატიაგივი თარგამაძე: გრიგორიჩ, დაგუგლე “ფიასკო”