(video) “პროცესში მძიმე არტილერია მოშავო ელემენტებიც ჩაერთვნენ” – ინციდენტი ვაზისუბანში

“თავისუფალი ზონის” წევრი ფარნაოზ ჭკადუა ვაზისუბნის მე-40 უბანზე გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს. ვიდეოდან ჩანს, რომ აღნიშნულ უბანზე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, საარჩევნო კომისიის წევრებმა მობილური ტელეფონის გამორთვა და გადაღების შეწყვეტა მოითხოვეს. ჭკადუას ინფორმაციით, “პროცესში “მძიმე არტილერიამოშავო ელემენტებიც ჩაერთვნენ”.

“საქართველო. ვაზისუბნის მე-40 უბანი. ქოც-სელჩუკების შემოსევა

გადაღებაზე აიჯაგრნენ გამყალბებლები.

ოცნების წარმომადგენელი ხელითაც მეჯაჯგურა (ამავე სკოლის მასწავლებელი)

როდესაც უარი განვუცხადე მობილურის საბოლოოდ გამორთვაზე პროცესში “მძიმე არტილერია”მოშავო ელემენტებიც ჩაერთვნენ თუმცა უწიგნურნი ფონს ვერ გავიდნენ ქუჩური ტონით.

ქალბატონი რომელიც რეკავს მობილურზე (სავარაუდოდ ოცნების შტაბში) გახლავთ ამავე სკოლის დირექტორი და უბნის კომისიის თავდომარე.

ამ ზონდერების სახელებს და გვარებს აუციოებლად დავადგენ და დავამატებ.” წერს ფარნაოზ ჭკადუა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

https://www.youtube.com/watch?v=ZYjivOp3FL0&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში(video) ანა ნაცვლიშვილი : ჩვენს დამკვირვებლებს ხელს უშლიან რიგ უბნებზე
შემდეგი სტატიაენმ იმ პირის ფოტოს ავრცელებს, რომელიც დღეს რუსთავში ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობდა