(Video) პრეზიდენტი : ყველას კიდევ ერთხელ გთხოვთ, აქტიური იყოთ მეორე ტურებზეც

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნებში მეორე ტურის ჩატარების შემთხვევაში ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტის თქმით, წინასწარი მონაცემებით, არაერთი მეორე ტური იქნება.

მისი თქმით, ამომრჩეველმა მეორე ტურშიც უნდა აჩვენოს ისეთივე ინტერესი, როგორიც 8 ოქტომბერს აჩვენა.

„2016 წლის საპარლამენტო არჩევნები არ არის მხოლოდ 8 ოქტომბრის არჩევნები. ყველას მიზანია, რომ ეს არჩევნები შეფასდეს როგორც მართლაც მაღალი სტანდარტის მქონე არჩევნები. ეს არჩევნები შეფასდება როგორც 8 ოქტომბრით, ასევე, ინციდენტებზე დროული რეაგირებით და იმით, თუ რანაირად მივალთ მეორე ტურებამდე და რანაირად ჩავატარებთ მეორე ტურებს.

მოლოდინი წინასწარი მონაცემებით არის, რომ არა ერთი მეორე ტური იქნება. შესაბამისად, ყველას კიდევ ერთხელ გთხოვთ აქტიური იყოთ მეორე ტურებზეც. ამომრჩეველმა აჩვენოს თავისი ინტერესი და ჩართულობა პროცესში, ისევე, როგორც ეს აჩვენა 8 ოქტომბერს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა სამართალდამცავ სტრუქტურებსაც მიმართა და არჩევნების პროცესში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით დროული რეაგირებისკენ მოუწოდა.

მოვუწოდებ შესაბამის სტრუქტურებს, იმ დარღვევებზე განსაკუთრებით რაც განხორციელდა დათვლის დროს, მოახდინონ დროული რეაგირება და ყველამ ერთად არ დავიშუროთ ძალისხმევა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები შევიდეს საქართველოს ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხით და სტანდარტით ჩატარებული არჩევნები“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

https://www.youtube.com/watch?v=kD3kpVR4Wng&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშითბილისის მაჟორიტარული ოლქების უმრავლესობაში მეორე ტურია მოსალოდნელი
შემდეგი სტატიაანა ნაცვლიშვილი : “ეს არ იყო სამაგალით არჩევნები, ხარისხი გაურესებულია”