(video) “პინოჩეტმაც ვერ გაბედა ხალხისთვის წაერთვა პრეზიდენტის არჩევის უფლება“ – შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი ევროპული საქართველოს ინიციატივის შესახებ საუბრობს, რომელიც პლებისციტის ჩატარებას გულისხმობს ორ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიც არის პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა და ასევე სადეპუტატო მანდატების პროპორციულად გადანაწილება.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში აცხადებს, რომ „ძნელია იმის თქმა, რომ პლებისციტის მოდელი და რეფერენდუმის ფორმატით თუნდაც, გაამართლებს.“

„პლებისციტი კი არ გვინდა ჩვენ, ჩვენ გვინდა, რომ მმართველმა ძალამ, ხელი აიღოს სახელმწიფო გადატრიალებაზე,“ – აცხადებს ნათელაშვილი.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობაზე საუბრობს.

„ირმა ინაშვილი, გიგა ბოკერიას, მიხეილ სააკაშვილის და ივანიშვილის პარტია ერთმანეთთან იყვნენ თანამშრომლობაში არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც ამას გააგრძელებენ.”

„არა მარტო სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ არ გვაქვს ნდობა, ე.წ. ოპოზიციის მიმართ არ გვაქვს ნდობა პირველ რიგში, იმიტომ რომ ზოგჯერ ოცნებაზე მეტი ოცნებები ისინი არიან. კრიტიკულ მომენტში, როცა წყდება საკითხი, საით განვითარდეს ქვეყანა,” – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

მისივე თქმით, ლეიბორისტული პარტია რომ ყოფილიყო პარლამენტში, „ივანიშვილი და მისი ბანდა ასეთ თარეშს, მათ შორის კონსტიტუციაზე ვერ მოახერხებდა და ბევრი რამ იქნებოდა უკეთესობისკენ.“

„დღეს აწყობს უკვე სახელმწიფო გადატრიალება იმ მიზნით, რომ არასოდეს იშვას საქართველოში პიროვნება, რომელიც მოვა ხელისუფლებაში, რომელიც მოსთხოვს პასუხს ივანიშვილის ჩადენილ ბოროტმოქმედებებზე,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ის პოლიტიკური პარტიებს სთავაზობს, რომ გააგრძელონ საყოველთაო ბოიკოტი ე.წ. კონსტიტუციური პროცესის. თავად კი თავის გადაწყვეტილებას ბოიკოტის შესახებ პარტია ხვალ გააკეთებს, მანამდე კი ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს.

„ბოიკოტის გამოცხადებით მივიღებთ იმას, რომ მარტო დარჩება როგორც მარტოხელა მგელი ეს პოლიტიკური ძალა, გაირიყება მთელი დემოკრატიული საზოგადოებისგან. პინოჩეტმაც ვერ გაბედა ხალხისთვის წაერთვათ პრეზიდენტის არჩევის უფლება,“ – აცხადებს ნათელაშვილი.

ლეიბორისტების ლიდერის თქმით, კონსტიტუცია უნდა ემსახურებოდეს ხალხის ინტერესებს და არა „ოლიგარქის გამდიდრების და მილიარდების შოვნის სტრატეგიას.“
გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის შალვა ნათელაშვილის ულტიმატუმზე საპასუხოდ მმართველი გუნდის წარმომადგენელი დავით მათიკაშვილი ჩართო. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, ის შალვა ნათელაშვილის განცხადებებს სერიოზულად ვერ უპასუხებს.

შალვა ნათელაშვილმა მმართველი გუნდის წარმომადგენელს შეფასებების დროს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

“არის ასეთი შესანიშნავი კარგი გამოთქმა, შვილი მამას ბავშვის გაკეთებას ასწავლიდაო. მგონი ზოგიერთებმა უნდა იცოდნენ თუ არ იციან, რომ კონსტიტუციის სარედაქციო კომისიის ხელმძღვანელი 1995 წელს იყო, ამ ბატონის მიერ არასერიოზულად მონათლული შალვა ნათელაშვილი. შესაბამისად, შეფასებებში ფრთხილი უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

https://youtu.be/DnyUSciItN0

 

banner
წინა სტატიაში(video) სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ხელქვეითებს ისე უყურებს, როგორც უსულო საგნებს!
შემდეგი სტატიაპარიზის ცენტრში განხორციელებულ სროლებზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო