(video) პერუში შამანები ამერიკელებს არჩევანის გაკეთებაში რიტუალებით ეხმარებიან

პერუელმა შამანებმა დოლებითა და თილისმებით ხელში ლიმას სანაპიროზე რიტუალი ჩაატარეს იმისათვის, რომ ამერიკელებს ახალი პრეზიდენტის არჩევაში დაეხმარონ – Newshub-ი ავრცელებს. ჯადოქრების თქმით, არჩევნებში დემოკრატი ჰილარი კლინტონი გაიმარჯვებს.
ვიდეო-რგოლში, რომელიც ქსელში გავრცელდა, ჰილარი კლინტონისა და დონალდ ტრამპის ფოტოები მიწაზე დევს, იქვეა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და მისი ვენესუელელი და კოლუმბიელი კოლეგების ნიკოლას მარუდოსა და ჰუან მანუელ სანტოსის ფოტოები. ამ რიტუალში მათ რა დატვირთვა აქვთ, არ ზუსტდება.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები დღეს, 8 ნოემბერს მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი მონაცემები
შემდეგი სტატიაპოროშენკომ სააკაშვილის გადადგომაზე პირველი კომენტარი გააკეთა