(video) პაატა ბურჭულაძემ ხათუნა ლაგაზიძის ბრალდებებს უპასუხა

 

 

პაატა ბურჭულაძემ ხათუნა ლაგაზიძის ბრალდებებს უპასუხა. პარტიის ლიდერის განცხადებით, სია საქმის მკეთებელი კადრებით დაკომპლექტდა, “რადგანაც მოლაპარაკეები ისედაც ბევრნი არიან” – თქვა ბურჭულაძემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი პრიორიტეტი არავისთვის სიახლე არ ყოფილა და პარტიის ამ პოლიტიკაზე ყველანი შეთანხმებულები იყვნენ” -განაცხადა ტვ “პირველის” ეთერში. ის პარტიაში კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების არსებობასაც გამორიცხავს.
“მე არ ვიტყვი იმას, რომ ჩვენ სიაში არ გვყავდა ქალბატონი ხათუნა, ჩვენ სიაში გვყავდა, მაგრამ ის ადგილი ვერ მივეცით, რაც მას უნდოდა, მას უნდოდა ხუთეულში, ექვსეულში მოხვედრა და ეგ ვერ მოხდებოდა, გუნდმა ასე გადაწყვიტა და ამას მოყვა ყველაფერი. განრისხება, რომელიც ქალბატონმა ხათუნამ გამოიჩინა, ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა მან იცოდა ეს, იმიტომ რომ ჩვენ ყველამ გუნდურად განვიხილეთ და შევთანხმდით, რომ ჩვენი პრიორიტეტია პარლამენტში შევიდნენ საქმის მკეთებლები და არა მოლაპარაკეები, იმიტომ რომ მოლაპარაკე ისედაც ძალიან ბევრია პარლამენტში, ხოლო როგორ გაკეთდეს საქმე არ იციან” – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

 

https://youtu.be/QdnepSQu6yg

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას პასუხობს
შემდეგი სტატიაჰილარი კლინტონის შემცვლელი სავარაუდო კანდიდატები