VIDEO ოცნების“ გუნდში იმხელა კონკურენციაა პოლიტიკურ აბსურდში, რომ ძნელია გაარკვიო, ვინ მოიპოვა ოქროს მედალი

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

ოცნების“ გუნდში იმხელა კონკურენციაა პოლიტიკურ აბსურდში, რომ ძნელია გაარკვიო, ვინ მოიპოვა ოქროს მედალი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

ბოკერია „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებს გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ გიორგი კვირიკაშილის ნომინალურ პრემიერად მოხსენება შეურაცხყოფაა.

„ნიკა მელიას აბსოლუტურად ლეგიტიმური განმარტების შემდეგ იმდენი აბსურდული ნოტაცია მოვისმინე, რომ უნდა დავუთმო ამას დროს. ბატონო გიორგი, თქვენ შეერთებულ შტატებში სწავლობდით, ევროპაში დადიოდით, უმრავლესობაში არის არაერთი დეპუტატი, რომელიც ევროსტრუქტურებში მუშაობდა. ერთხელ მაინც დებატები გინახავთ ევროპულ პარლამენტში ან შეერთებულ შტატებში? გინახიათ რა ტიპის შეფასებებს აკეთებენ პრეზიდენტების ან პრემიერ-მინისტრების მიმართ? რა სიმწვავის თავდასხმებია, მათ შორის, ხშირად პერსონალური?! და ამის მერე გვამადლით, რომ კითხვებზე პასუხს გვცემთ? ეგ არის ლიბერალური დემოკრატია, რომ გაკრიტიკებენ ძალიან მწვავედ, მაგრად რომ არ გსიამოვნებს ისე და მერე პასუხებსაც იძლევი, როგორც პრემიერ-მინისტრი და სათათბიროდაც ჯდები ოპოზიციასთან. ჩვენთან ეს ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ამას უნდა შეეგუოთ. აბა, თქვენ ლიბერალური დემოკრატიის არსი ის გგონიათ, ახლა აქ უმრავლესობისგან კითხვები რომ გესმით – როგორი კარგები ხართ, ბატონო გიორგი და ნუთუ უფრო კარგები იქნებით შემდეგი ოთხი წელიწადი? და თქვენ ეტყვით: კი, ვეცდებითო? ეს არის არსი? ხომ არ დავცინით ერთმანეთს? ნომინალური პრემიერ-მინისტრი არის შეურაცხყოფაო. ეს არის ზღვარსგადასული დემოკრატიული პრაქტიკისთვის? თქვენ წულუკიანი გყავთ გუნდში. ორი დღის წინ უსმინეთ როგორ ლაპარაკობდა, თუ ლექსიკის ხარისხზე ლაპარაკობთ? ან აქ ოჯახის წევრებს რომ მოიხსენიებდა ერთ-ერთი ახალგაზრდა, გვარი არ ვიცი? ამის მერე ჩვენ გვიკითხავთ მორალს? შეეგუეთ, რომ ამ დარბაზში გექნებათ დისკომფორტი. საკონსტიტუციო უმრავლესობა გაქვთ და ყველაფერს აკონტროლებთ და წუწუნებთ იმაზე, რომ არ მოგწონთ აქ რა გესმით პოლიტიკურად?“- მიმართა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს.

https://youtu.be/uiqUsXM1NYs

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატი პარლამენტს რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: ლარი თავად გამოგედევნებათ და მიიღებთ უმძიმეს სურათს