„ნაციონალური მოძრაობის“ ახმეტის რაონის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი, შაქრო ტერტერაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სკანდალურ ვიდეოს ავრცელებს.
უცნობია, ვიდეო სადაა გადაღებული, თუმცა ნათლად ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანი ქეიფობს. მუსიკოსები კი ახმეტის ყოფილ მაჟორიტარს, ზვიდ ზვიადაურს და მის შემცვლელს, ასევე, „ოცნებელ“ გელა სამხარაულს უმღერიან.
ვიდეოს შაქრო ტერტერაშვილი „ოცნების“ ახმეტის ჰიმნს უწოდებს და სათაურით – „დიმპიტაურო, დამპიტაურო“ აქვეყნებს.
https://www.youtube.com/watch?v=0tgRhC93rck&feature=youtu.be