(video) ნიკა მელია და ბექა ნაცვლიშვილი პირდაპირ ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

“რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა “არჩევანში” “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია და “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ბექა ნაცვლიშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ სტუდიაში მყოფი ნებისმიერი ადამიანისგან მიიღებდნენ შენიშვნას, მაგრამ არა “ნაციონალური მოძრაობისგან”, რომელსაც “კასტილებიანი კაცი” ჰყავდა, რომლის ერთადერთი ფუნქცია ადამიანების გაუპატიურება იყო.

ნაცვლიშვილის ამ განცხადებას ნიკა მელია გამოეხმაურა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს “დაქოქილი თოჯინები” უწოდა.

“დაქოქილი თოჯინებივით მოხვედით, დაწერილი მესიჯბოქსებით. ბედუკაძე ხართ თავიდან ბოლომდე, თოჯინებივით მოხვედით. კრებითი თქვენი სახელი ნარმანიაა. დაგეჭირათ ეს კასტილებიანი კაცი მერე 4 წლის განმავლობაში,”- განაცხადა ნიკა მელიამ.

https://youtu.be/8EU5vFdNvQ8

 

banner
წინა სტატიაშიალ-ქაედას სირიელი ლიდერი ლიკვიდრირებულია
შემდეგი სტატიაპუტინმა აშშ-ს აბსურდული ულტიმატუმი წაუყენა