(ვიდეო) ნადირაშვილმა ზარდიაშვილს წარსული შეახსენა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობის დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს მისი პოლიტიკური წარსული შეახსენა და ურჩია სანამ მას დასცინის, საკუთარი პოლიტიკური წარსული გაიხსენოს.

,,თქვენ იყავით ისუტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის მდივან რეფერანტი. შემდეგ იყავით გიგი უგულავას კანცელარიის გამგე. შემდეგ იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის რეკომენდაციით დაგნიშნეს საქალაქო სასამართლოს აპარატის უფროსად. შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მეცხრე არხი გვიყვებოდა, თუ როგორ აგზავნიდით ძალით ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგებზე ადამიანებს და ვინც არ მიდიოდა, სამსახურიდან აგდებდით. ამიტომ მინდა გულწრფელად გკითხოთ, რა უფრო სასაცილოა, რომ მე, რომელიც არ ვემიჯნები საკუთარ წარსულს, პირიქით, ვამაყობ საკუთარი წარსულით, ეს უფრო სასაცილოა თუ თქვენ, ახლა მანდ, ,,ქართული ოცნების“ პირველ, მოწინავე რიგებში ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს რომ იცავთ და დამოუკიდებელ სასამართლოზე გველაპარაკებით?! რიტორიკული კითხვაა და გირჩევთ, სანამ კიდევ მოგინდებათ, რომ დამცინოთ, კარგად დაფიქრდით ხოლმე“, – აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ კანონზე მსჯელობენ.

https://youtu.be/IXwfEU_yrsU

banner
წინა სტატიაშილალი ბასარიამ კანცელარიაში შიმშილობა დაიწყო
შემდეგი სტატია„გარემოება რომ 102 გადაცემიდან შეიძლება დახურო 101, ნიშნავს რომ უარს ამბობ საზოგადოებრივ მაუწყებლობაზე“-სულხან სალაძე