(video) “მოქალაქეთა ამომჟუჟავი ხარ” – ბესელია VS კახიძე – ჩხუბი კომიტეტის სხდომაზე

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ე.წ. მოსმენების კანონპროექტს განიხილავენ უმცირესობასა და უმრავლესობას შორის მორიგი კამათი მოხდა. ერთმანეთს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ოთო კახიძე და უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია დაუპირისპირდნენ. კახიძემ უმრავლესობა მოსმენების შესახებ კანონის მათივე ინტერესების გამოყენებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ახალი კანონპროექტით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არასწორად გამოყენება ხდება, რაზეც უმრავლესობამ მას წარსული პრაქტიკა შეახსენა. ეკა ბესელიამ კახიძეს “მოქალაქეების ამომჟუჟავი” უწოდა, კახიძემ კი ცილისმწამებელი, რომელმაც “პოლიტიკური კარიერა ცილისწამებით გაიკეთა”. უმცირესობის დეპუტატმა განაცხადა, რომ წინა ხელისუფლება მოსმენებს რუსი ჯაშუშების წინააღმდეგ იყენებდა, რომლკებიც მოქმედმა ხელისუფლებაბ პოლიტპატიმრების სტატუსით ციხეებიდან გაათავისუფლა. ეკა ბესელიამ კი “ენვერის” საქმეს შეთითხნილი უწოდა.

https://www.youtube.com/watch?v=XLn00UQdZII&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიახალი სტრუქტურა უსაფრთხოების სისტემაში არ უნდა იყოს – ომბუდსმენი
შემდეგი სტატიაინფლანცია საქართველოში–2017 წლის იანვარში ტრანსპორტი, სურსათი და სასმელები გაძვირდა