(video) მერიასთან მიმდინარე აქციაზე 5 პირი დააკავეს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდასაჭერ აქციაზე, რომელიც დედაქალაქის მერიის წინ მიმდინარეობს, აქციის ხუთი მონაწილე დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

პოლიტიკური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს მიერ ორგანიზებული აქცია, მერიასთან კვლავ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

ვითარება კიდევ ერთხელ მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც აქციის მონაწილეებთან შესახვედრად გელა ჩოხელი – ის პიროვნება მივიდა, რომლის საკუთრებაშიც ის მიწის ნაკვეთი იყო, რომელიც მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახს გადაეცა.

ჩოხელი ცდილობდა, აქციის ორგანიზატორებისთვის აღნიშნულ საქმეზე საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა. მხარეებს შორის საუბარი დაპირისპირებაში გადაიზარდა. საქმეში საპატრულო პოლიცია ჩაერთო.

გზის სავალი ნაწილი, რომელიც აქციის მონაწილეებს გადაკეტილი ჰქონდათ, ნაწილობრივ გაიხსნა.

https://www.youtube.com/watch?v=Dmd_XpSDG0Q&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიგიორგი მამალაძე ციანიდით მაღალი სასულიერო პირის მოწამვლას აპირებდა – პროკურატურა
შემდეგი სტატია“არ ვიცი საიდან აქვთ ინფორმაცია”- ბესელიას განცხადება და შოთაძის პასუხი