(video) მედვედევმა პუტინი „გააბანძა“

მედვედევმა პუტინი „გააბანძა“.

რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი მორიგ „სოციალურ სკანდალში“ გაეხვა. საქმე ისაა, რომ იმპერიის მეორე პირი ერთ-ერთ მნიშვნელოვან სხდომაზე თავს სმარტფონის პოპულარული თამაშით – Pokemon GO იქცევდა.
ფაქტის აღმნიშვნელი ვიდეო „იუთუბზე“ აიტვირთა, რომელსაც ასეთი სათაური აქვს: „მედვედევმა სხდომა ჩაშალა“.
აღსანიშნავია, რომ სხდომას ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინიც ესწრებოდა.
სკანდალის მთავარი ინტრიგა კი ის გახლავთ, რომ მედვედვემა, პუტინის გამოსვლისას, „პოკემონების“ სიმღერა შემთხვევით ხმამაღლა ჩართო, რის გამოც ყველა გაჩუმდა.
ერთი სიტყვით, მედვედევმა პუტინი „გააბანძა“.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია მოსახლეობას მოუწოდებს ხელი მოაწერონ “კაბელების საქმეზე” დაკავებულთა გათავისუფლების პეტიციას
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი სტატუსშეჩერებული სტუდენტების რეგისტრაციას იწყებს