(+ვიდეო) მდინარე არაგვზე მაგისტრალური გაზსადენის აფეთქება იგეგმებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოში ტერორისტული აქტი აღკვეთა. ამის შესახებ სუს-ში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 7 პირი, მათ შორის არის საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი. 

როგორც სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტეს, რამდენიმე პირი სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომეხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქებას გეგმავდნენ.

 

https://www.youtube.com/watch?v=hGZDJ6myLTk&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშისუს-მა საქართველოში ტერორისტული აქტი აღკვეთა
შემდეგი სტატია“თავისუფალი დემოკრატების“ მოთხოვნით, ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტს აუდიტის სამსახური შეამოწმებს