მანჩესტერ არენაზე მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას მანჩესტერის პოლიცია ადასტურებს. თვითმხილველების განცხადებით, მათ რამდენიმე ძლიერი აფეთქების ხმა იმ დროს გაიგეს, როდესაც არიანა გრანდეს კონცერტი დასასრულს უახლოვდებოდა. პოლიციამ მოსახლეობას მოუწოდა, მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.