(video) მამა გიორგის ადვოკატი აცხადებს, რომ ახლა დაცვისა და ბრალდების მხარეები თანაბარ პირობებში არ იმყოფებიან

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია, აცხადებს, რომ მამა გიორგის მიმართ ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმცია. ის აღნიშნავს, რომ გაუთქმელობის ხელწერილს მათ მხოლოდ იმიტომ მოაწერეს ხელი, რომ იმედი ჰქონდათ, რომ ამ ხელწერილით გათვალისწინებულ ვალდებულებებს პროკურატურაც გაითვალისწინებდა.

გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ ახლა დაცვისა და ბრალდების მხარეები თანაბარ პირობებში არ იმყოფებიან.

მამა გიორგი დუმილი უფლება იმიტომ იყენებს, რომ სანამ ის არ მიიღებს შესაბამის ლოცვა-კურთხევას, მანამდე მას არ შეუძლია, მისცეს მოწმის სახით ჩვენება და მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა სახით საგამოძიებო მოქმედებებში.

“ფარულ ჩანაწერზე თუ ეს მტკიცებულება გახდება საჯარო, შესაბამისად, მე შემეძლება ვისაუბრო ამ თემაზე, თუ რა არის მასში დაფიქსირებული,” – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

ის აღნიშნავს, რომ მამა გიორგის ოჯახის წევრები დაცულები უნდა იყვნენ იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებები, რომლებიც ახლა მამა გიორგის მიმართ ისმის, შესაძლოა, საზოგადოებაში ნეგატიური მუხტის წარმოქმნის საბაბი გახდეს.

https://www.youtube.com/watch?v=v7pSlLTT_8A&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში(Video) დედა სიდონია მეუფე პეტრეს მხრიდან საპატრიარქოში არსებულ პრობლემებზე ღიად საუბარს მიესალმება
შემდეგი სტატია“მამა გიორგი მამალაძის ფარული ჩანაწერი ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ გააკეთა”- რუსთავი2