(ვიდეო) ლაშა თორდია: სამარცხვინოა ეს ყველაფერი

 

„როგორც ჩემთვის მოსალოდნელი იყო შსს-მ კადრები წარმოაჩინა ისეთი რაკურსით და ისეთი ხედით, რომ მომხდარიყო დისკრედიტაცია პირიქით, ჩემი რომ, თითქოს მე დავარტყი ხელი ოთარ ფარცხალაძეს, თუმცა მათივე კადრებიდან ნათლად ჩანს პირველი ოთარ ფარცხალაძემ. მათივე კადრებიდანვე დასტურდება ის ფაქტი, რომ იქ არ ყოფილა წამიერი შეხვედრა, იქ არ ყოფილა რაღაც მომენტალური გადაკვეთა და ის ფაქტები, რაზეც საუბრობენ ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები, რომ თვითდაზიანებები მივიყენე, მათივე წარდგენილი კადრებიდანაც ჩანს, რომ ინცინდენტი მოხდა,” – აცხადებს ლაშა თორდია.

მისივე თქმით, კადრები არის წარმოდგენილი იმ რაკურსით, რომ შემდგომ შემდგოპმა არ ჩანდეს როგორ მოჰყვა გაგრძელება ამ თავდასხმას.

“შსს არის დაინტერესებული მხარე, მიკერძოებული მხარე, რომელიც ახდენს ინტერპრეტაციას ყველა იმ გარემოების, რაც იქ მოხდა. თუმცა, ამ კადრებიდან კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ თავდასხმა განხორციელდა ოთარ ფარცხალაძის და მათი დაცვის წევრების მხრიდან. მე ამ კადრებში ვიმყოფები ერთი და მათი ეს წრე, რომელიც მათ აქვთ შემორტყმული ჩემს ირგვლივ, კიდევე ერთხელ ნათლად მეტყველებს მათ აგრესიას, რომელიც მოდიოდა პირადად ოთარ ფარცხალაძის მხრიდან. მე ვერ დავინახე, რომ ოთარ ფარცხალაძემ დამარტყა პირველმა, მაგრამ ამ კადრებიდან დავრწმუნდი, რომ პირველი დარტყმა განახორციელა ოთარ ფარცხალაძემ, რაზედაც მოჰყვა ჩემი რეაქცია,” – აღნიშნავს თორდია.

აუდიტის სამსახურის უფროსი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს პარლამენტს მიმართავს, შეიქმნას საგამოძიებო კომისია.

“უბრალოდ ჩემთვის შეუძლებელია დავამტკიცო ჩემი სიმართლე, ვინაიდან, ყველა ნათლად ხედავს, რასაც აკეთებენ ეს ადამიანები. აქ უკვე ჩაერთო პირდაპირ შსს და მთავრი პროკურატურა, ისინი ახდენენ სპეციალურად ისეთი კადრების დემონსტრირებას, რომელიც დაბადებს კითხვის ნიშნებს, ვინ იყო თავდამსხმელი პირველი და როგორ მოხდა,“ – განაცხადა ლაშა თორდიამ.

 

 

 

https://youtu.be/M_ot0vv0YLM

banner
წინა სტატიაში(video)შსს ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძის ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს
შემდეგი სტატიადასავლეთის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი ძველი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გამოყენებით იმოძრავებს