(video) ხობის მოსახლეობა ხელისუფლებისაგან დახმარებას ითხოვს

ხობის რაიონში გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა. ხობში, ჭყონდიდელის ქუჩაზე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა.

წყლის დონე იმდენად მაღალია იქაური მცხოვრებლები სახლებში ვერ შედიან. მოსახლეობის განცხადებით, სახლების უკან დამბაა, რომელიც ვერ ატარებს წყალს. ისინი დახმარებას ხელისუფლებისაგან ითხოვენ.პრობლემებია ასევე ხობის რაიონის რამდენიმე სოფელში, სადაც ადიდებულმა მდინარე ხობმა კალაპოტიდან გადავიდა.

ადგილზე მობილიზებულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები.

წყარო: “საზოგადოებრვი მაუწყებელი”-ნატალია ბერულავა

 

 

banner
წინა სტატიაშიტრამპის წინააღმდეგ აშშ-ში ახალი ფრონტი იხსნება
შემდეგი სტატიაფახულანში,ქალაღალის უბანში შიდა საუბნო გზა მეწყერის შედეგად ჩამოიშალა