(VIDEO) გიორგი კანდელაკი მინისტრებს კარგი სამსახურის შოვნას ულოცავს

ენმ-ის წევრი, გიორგი კანდელაკი , ხელისუფლებას “საკუთარ თავზე მზრუნველი ჩინოვნიკებით დაკომპლექტებულს” უწოდებს და მინისტრებს კარგი სამსახურის შოვნას ულოცავს.

ამის შესახებ კანდელკმა დღევანდელ სხდომაზე გააკეთა განცხადება.

“ასიათასობით პენსიონერისთვის იმედების გაცრუებაა, როდესაც მათ პენსიის გაზრდაზე უარს ეუბნებით. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დახარჯული მილიონობით ლარი კი ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად არ აისახება, რადგან დახარჯული თანხა ყოველთვის გაკეთებულ საქმეს არ ნიშნავს, თუ ამ თანხას კორუფცია შეჭამს. თანამდებობაზე ყოფნა ნაცვლად საზოგადოების კეთილდღეობის გარანტიისა თქვენ აქციეთ პირადი კეთილდღეობის უზრუნველყოფის გარანტიად. საზოგადოებას ვერა, მაგრამ მინისტრებს მოგილოცავთ, რომ თქვენ იშოვეთ ამ უმუშევრობის ფონზე ძალიან კარგი სამსახური,“ – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

 

https://youtu.be/6ohsSm63pPc

 

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: ლარი თავად გამოგედევნებათ და მიიღებთ უმძიმეს სურათს
შემდეგი სტატიაექსკლუზივი: მაია ღურწკაია “თაიმერს” სკანდალურ ინფორმაციას აწვდის