(video) ინგა გრიგოლია: “იგეგმება მედიაწმენდა”

maxresdefault-1“იგეგმება მედიაწმენდა”, – ეს განცხადება ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

გრიგოლიას ინფორმაციით, საკადრო გადაადგილებები ერთი ტელეკომპანიიდან მეორე ტელეკომპანიაში კადრების გადაყვანა ე.წ. სამთავრობო მედიასაშუალებებში მოხდება.

გრიგოლია ასევე თვლის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგომა უცნაური მოვლენაა, რადგან, როგორც ის ამბობს, გიორგი ბარათაშვილმა სასამართლოში 2-ჯერ მოიგო დავა, რომ ყოფილიყო გენერალური დირექტორი საზოგადოებრივი მაუწყებლის.

“უცებ გაირკვა, რომ ადამიანი, რომელმაც სასამართლოთი დაიბრუნა თავისი თანამდებობა, უცებ იღვიძებს და ვადაზე 2 წლით ადრე ტოვებს თანამდებობას. იმიტომ წავიდა, რომ მას უთხრეს, რომ უნდა წასულიყო,” – ამბობს გრიგოლია.

გრიგოლია ამბობს, რომ რუსთავი2-ის გარშემო მიმდინარე პროცესები “ცირკს ჰგავს” და, თუ პროცესები არასწორად წარიმართება, ეს ვითარება ქვეყანაზე ცუდ გავლენას მოახდენს.

“რუსთავი2 იმით არის გამორჩეული სხვა არხებიდან, რომ დღეს ყველაზე რეიტინგული არხია. ამის აღიარება უჭირთ ჩემს კოლეგებს. მნიშვნელოვანია, არსებობდეს ასეთი კრიტიკული ტელევიზია, თუნდაც რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ იყოს მიკერძოებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ერთ ხმაზე იმღერებს. იქნება სტუმრების სია და ამბები ერთნაირი. ხვალ რომ ვიღაცას დახმარებას მოუხსნიან, ვიღაც სკოლაში შვილს ვერ წაიყვანს, სივრცე აღარ დარჩება, რომ ეს გაშუქდეს,” – აცხადებს ინგა გრიგოლია.

https://youtu.be/BgovCVrX-zA

 

banner
წინა სტატიაშიჯამალაშვილის კომპიუტერში არანაირი პირადის ცხოვრების ამსახველი ვიდეოები არ იყო განთავსებული
შემდეგი სტატია(video) ჩვენ არ დავღლილვართ და არც დავიღლებით ამ ბრძოლით – ზაალ უდუმაშვილი