ინაშვილი წულუკიანს: ადეიშვილი უნდა ჩამოაბრძანოთ და გაასამართლოთ, ამათ კი არ უნდა ეჟღურტულებოდეთ

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ იმას იმსახურებს, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საკომიტეტო დარბაზში ხდება.

მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას ინაშვილი უმცირესობის წევრების განცხადებებს გამოეხმაურა.

„ქართული ოცნება“ იმას იმსახურებს, რაც დარბაზში ხდება – თითქოს, ქვეყანაში პლიტიკური ტერორი არ იყო. ძალიან მაინტერესებს, გურამ შარაძე და ზურაბ ჟვანია ვინ მოკლა? გინდათ, პოლიტიკური ტერორის მაგალითები კიდევ დაგისახელოთ? თქვენ ამათ ქართულ პოლიტიკაში შემოყვანას და გათეთრებას ხელი შეუწყვეთ, თორემ, ესენი პარლამენტში 27 დეპუტატით არ იქნებოდნენ წარმოდგენილი“, – მიმართა უმრავლესობას ინაშვილმა.

ინაშვილი ასევე დაინტერესდა, თუ რატომ მოუხსნეს ზურაბ ადეიშვილს ძებნილის სტატუსი. შესაბამისი კითხვით ინაშვილმა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანს მიმართა.

„რატომ ვერ იმუშავეთ ისე, რომ მას ძებნილის სტატუსი არ მოხსნოდა. უნდა ჩამოაბრძანოთ და გაასამართლოთ, ამათ კი არ უნდა ეჟღურტულებოდეთ“, – მიმართა წულუკიანს ირმა ინაშვილმა.

 

 

banner
წინა სტატიაშიბოკერია მღებრიშვილს: რატომ არ სცადეთ, რომ ოთხოზორიას მკვლელი ინტერპოლის ძებნილთა სიაში ყოფილიყო?!
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი: საქართველოში კრიმინალი გაზრდილი არ არის და ამაზე საუბარი უკვე ჭორაობას გავს