(video) იგორ გიორგაძე საქართველოში ჩამოდის

იგორ გიორგაძეზე ინტერპოლმა ძებნა შეწყვიტა. საქართველოს უშიშროების ყოფილ მინისტრს ბრალი ედებოდა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის და პოლიტიკოს გია ჭანტურიას წინააღმდეგ ტერაქტების მოწყობაში. გიორგაძემ 21 წლის შემდეგ სასამართლოს საქმის გადახედვის მოთხოვნით მიმართა.
„ინტერპოლმა განიხილა ჩემი საქმე და ძებნა მოხსნა. ახლა სასამართლო განიხილავს ჩემს საქმეს“ – განაცხადა გიორგაძემ ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში. მისი თქმით, იგი 21 წლის მანძილზე პოლიტდევნილი იყო და სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოში აპირებს დაბრუნებას.
კახა თარგამაძე, რომელიც შევარდნაძის დროს შს მინსიტრი იყო,“იბერიასთან“ კომენტარში ამბობს, რომ გიორგაძის წინააღმდეგ დევნა სამართლიანად მიმდინარეობდა, ხოლო მის განცხადებას პოლიტდევნილოვის შესახებ, „სისულელეს“ უწოდებს.

https://youtu.be/i7KTrteNokQ

banner
წინა სტატიაში(video) კახა თარგამაძე: პოლიტიკური დევნილი არა ის ..
შემდეგი სტატიააფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ქონებისა და მიწის გასხვისების სკანდალური კანონი მიიღო