(+ვიდეო) გუზაბ სანიკიძე: არ მოველოდი ბიძინასგან ასეთ სიმჩატეს

“გაკვირვებული ვარ, არ მოველოდი ბიძინასგან ასეთ სიმჩატეს, რისი თქმაც მინდა ის ისმენს და იმეორებს ,,ნაციონალური მოძრაობის“ ჩაწერილ სიბინძურეს.“-აცხადებს გუბაზ სანიკიძე ბიძინა ივანიშვილის იმ კომენტარზე პასუხად, სადაც ექსპრემიერი ამბობდ ა, რომ სანიკიძემ მილიონი ვერ იშოვა და ამიტომაა გაღიზიანებული ან მის ლანძღვაში ფულს უხდიან.

,,როგორც ჩანს ვერ დააზუსტა ჩემი ნათქვამი. მე იქ ვამბობ , რომ პოლიტიკიდან უნდა წავიდე და მერე უნდა ვიშოვო ფული-მეთქი, ამიტომ ის ცრუობს. მე არ მჭირს არაფერი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსაყვანი ,მე 89 წლიდან ვარ პოლიტიკაში, რაც მთავარი ჩემთვის სამწუხაროა, ისეთი გავლენიანი ადამიანი იყენებს ფარულ ჩანაწერებს. ბატონო ბიძინა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ოჯახში, უჩემოდ ჩემს ოჯახში სიარულს თავი დაანებეთ ესაა ქურდობა,“-განაცხადა გუბაზ სანიკიძემ ,,ტვ. პირველის“ ეთერში.

https://www.youtube.com/watch?v=1yvAX-P3wu8

banner
წინა სტატიაშიბაგრატის ტაძრის ეზოში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიაეუთო: რუსეთის საპარლამენტო არჩევნები მრავალი დარღვევით გაიმართა