(video) გოგი წულაია სასამართლოში ჩალით მივიდა

გოგი წულაიამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან პერფორმანსი მაოწყო და მიმდება ტერიტორიაზე ჩალა მიიტანა.

წულაიას თქმით, ნიშნად იმისა, რომ ქვეყანაში სამართალი ჩალით არის დაფარული, სიმბოლურად სასამართლოში ჩალა მიიტანა და უმოქმედობა ამ ქმედებით გააპროტესტა.

„ჩვენი პროტესტის მიზეზი ის უსამართლო გადაწყვეტილებები გახდა, რასაც ქართული სასამართლოების მიერ ვხედავთ. ამის მაგალითია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში მცხოვრები მაყვალა დანგაძე, რომელიც მეოთხე წელია სამართალს ეძებს და ვერ უპოვია. მეოთხე წელია, საკუთარ მიწაზე გრანიტის უკანონო მოპოვებას აპროტესტებს და სასამართლო ჯერ არც დანიშნულა, ამიტომ მოვიტანეთ ჩალა და სიმბოლურად გადავხურეთ, რადგან ვაჩვენოთ, რომ ქვეყანა ჩალით არის დახურული“, –განაცხადა გოგი წულაიამ.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტრო ტენდერს, რომელშიც ოპერაცია „ენვერის“ დროს დაკავებული პეტრე დევრიშაძის კომპანია მონაწილეობდა, კანონით დადგენილ ვადაში გააუქმებს
შემდეგი სტატიამკვლელობა ვარკეთილში – შსს-მ ერთი პირი დააკავა