(video) გოგა ხაინდრავა ფილმზე, ისაკაძესა და “რუსთავი 2”-ზე

რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ფილმზე, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 9 წლიან მმართველობას ეხება, ისაუბრა – ფილმის იდეის შესახებ,რომელიც დიდი ხნის წინ დაანონსდა.
ფილმს პირობითად „9+1“ ქვია, გადაღებულია 14 სერია, რომელიც ახლა გახმოვანების პროცესშია. რეჟისორის განცხადებით გადაღებები პარალელურად გრძელდება და უახლოეს მომავალში გადაწყდება, როდის დაიწყება ფილმის ჩვენება.
რეჟისორი სხვადასხვა საკითხებთან ერთად შეეხო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს: “რუსთავი-2” ტელევიზია არ არის, “რუსთავი-2” არის სპეცსამსახური და არც ისინი არიან ჟურნალისტები“ – თქვა ხაინდრავამ, რომლის აზრითაც „ტელეკომპანია არის სააკაშვილის იდეოლოგიური საწამლავი, რომელიც წლების განმავლობაში წამლავს მოსახლეობას”.
ცნობილი ქართველი რეჟისორი ასევე აფიქსირებს საკუთარ აზრს დღეს ტელეკომპანია „მაესტროში“ განვითარებულ მოვლენებზე, რომელიც არხიდან სამი გადაცემის ავტორის გიორგი ისაკაძის განთავისუფლებას ეხებოდა. ხაინდვარამ ისაკაძეს „თაღლითი“ უწოდა.
საზოგადეობაში ხელისუფლების წინააღმდეგ არსებულ კრიტიკულ ფონზე საუბრისას ხაინდრავამ განაცხადა: „უკმაყოფილება იმიტომ არის, რომ ეს ხალხი ელოდებოდა , რომ ბიძინა ივანიშვილი მოვიდოდა და ყველას 100 ათას დოლარს აჩუქებდა” . მისი თქმით, საზოგადოების ივანიშვვილისადმი დამოკიდებულება „უმადურობაა“.
შეგახსენებთ, რომ რეჟისორთან ტელე-დიალოგი  ტელეკომპანია “იბერიას”  ეთერში გადაიცემოდა.

https://youtu.be/5iUDfUEkzq4

banner
წინა სტატიაში(video) სასამართლოში მიმდინარე პროცესებს მურუსიძის მეშვეობით ახორციელებს ივანიშვილი
შემდეგი სტატია(video) შალვა ნათელაშვილი: “ივანიშვილი სამგლე გოჭივით არის ატეხილი”