(+ვიდეო) გოგა ხაჩიძემ უცნობი ახალგაზრდის დასახმარებლად პარლამენტში პერფორმანსი დადგა

“გირჩის” წევრმა გოგა ხაჩიძემ პარლამენტში პერფორმანსი დადგა. მან უცნობი ახალგაზრდის დასახმარებლად პარლამენტში, სხდომათა დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე სოციალური ყულაბა დადგა და ფულის შეგროვება დაიწყო.

როგორც ხაჩიძემ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ის გუშინ ახალგაზრდა ადამიანს შეხვდა, რომელსაც დახმარება სჭირდება.

“გუშინ, სრულიად შემთხვევით, სრულიად დაგუგეგმავად ახალგაზრდა ადამიანს შევხვდი, რომელიც საკუთარი სიცოცხლისთვის იბრძვის. მის სახელსა და გვარს არ დავასახლებ. ის ოპტიმისტია. ჩავთვალე, რომ იქნებ, ერთობლივად რაღაცით დავეხმაროთ. შესვენების დროს, დარბაზის გარეთ წარმოდგენა მექნება და შესაძლებელია, ამ ადამიანს თანხა შევუკრიბოთ და სიმბოლური, კარგი მოქმედებით დავასრულოთ ეს სესიები. იმედი მაქვს, რომ შევძლებთ იმ კარგი ადამიანისთვის დახმარებას, რომელიც საკუთარი სიცოცხლისთვის იბრძვის. ხვალ 14:00 საათზე მნიშვნელოვანი ამბავი აქვს და ეს თანხა იმისთვის სჭირდება”, – განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

https://www.youtube.com/watch?v=PXvfI0fu0VM&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიირინა იმერლიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობა ჩემთვის არ შემოუთავაზებიათ
შემდეგი სტატიადაშავებული მუშები საავადმყოფოში გადაიყვანეს