(VIDEO) გიორგი მღებრიშვილი: უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც ამაში მონაწილეობდა

პოლიციელებმა პროფესიონალურად იმოქმედეს და მიტინგი ისე დაიშალა, რომ მოქალაქეების მხრიდან დაზარალებული არავინაა – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, ბათუმში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

“პოლიციამ მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინა პროცესების მიმდინარეობისას. პოლიციამ მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინა და ბოლომდე ვეცადეთ, რომ განგვემუხტა სიტუაცია, მაგრამ როდესაც უკვე დავინახეთ, რომ შეუძლებელი იყო ეს და მომიტინგეები ზღვარს გადავიდნენ, ჩვენ ისღა დაგვრჩენოდა, რომ სამწუხაროდ გამოგვეყენებინა ცრემლსადენი გაზი.პოლიციელებმა პროფესიონალურად იმოქმედეს და მიტინგი ისე დაიშალა, რომ მოქალაქეების მხრიდან დაზარალებული არავინაა, თუმცა პოლიციელების მხრიდან რამდენიმე დაშავებულია”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

 

https://youtu.be/ow7F0ZdOzoU

 

banner
წინა სტატიაშინიკა რურუა ბათუმის მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს
შემდეგი სტატია(video)ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ვანდალიზმის ფაქტების პრევენცია და დაგვიანებით მოახდინა რეაგირება – მელია